დიმიტრი ხუნდაძე: ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერმინისტრს შორის საუბარი შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება
ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერმინისტრს შორის საუბარი შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაცული იქნება ყველას, მათ შორის, პრემიერმინისტრის უსაფრთხოება.
„პრემიერს თუ ვინმე ეუბნება, რომ ის თუ მოიქცევა იმდაგვარად, რისთვისაც ფიცომ ხუთი ტყვია მიიღო, ეს მუქარაა. დაცული იქნება ყველას უსაფრთხოება, მათ შორის პრემიერ-მინისტრის. ჩვენ გამჭვირვალობის კანონი გვჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა, როგორც ჩანს, სჭირდებათ არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.