უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.
„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი
დიდება მის გმირ სულს“, – წერს თანამებრძოლი სოციალურ ქსელში.