სამწუხაროდ, როგორც მოველოდით, ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად ემსახურებოდა ქვეყნის შიგნით არეულობის მუხტის აწევას ,- ასე ეხმაურება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი.
„სამწუხაროდ, როგორც მოველოდით, ვენეციის კომისიის დასკვნა უფრო მეტად ემსახურებოდა ქვეყნის შიგნით არეულობის მუხტის აწევას და არა – ამ კანონთან დაკავშირებულ შინაარსობრივ შენიშვნებს. თავისთავად, ჩვენი მხრიდან აქამდე არსებული შეთავაზება შინაარსის კუთხით ამ კანონის დახვეწასთან დაკავშირებით ასევე ძალაშია, თუმცა, რა თქმა უნდა ვერ ვიღებთ და ვერ მივიღეთ ამ დრომდე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ მუხლების გაუმჯობესების ვერცერთი შემოთავაზება. იდენტურია ვენეციის კომისიის დასკვნა“, – აცხადებს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.