გიორგი ვოლსკი: უსამართლობა იქნება – თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა, უსამართლობის პიკი იქნება – თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან
მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი მოსალოდნელ შესაძლო სანქციებს გამოეხმაურა, რომელიც დეპუტატებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლოა, დაეკისროთ.
“უსამართლობის პიკი იქნება, თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან. უსამართლობა იქნება, თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა მხოლოდ იმიტომ, რომ ითხოვს გამჭვირვალობას.
არაფერს ისეთს არ ვამბობთ, რაც ამერიკელებს არ უთქვამთ და რაც ევროკავშირის სისტემაში არ არსებობს. არავითარი რუსული თემა აქ არ ტრიალებს. რუსული თემა მაშინ ტრიალებდა, როცა ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” ტრიალებდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.