ზურაბ ქადაგიძე – Politico-ს ინფორმაციაზე: იდიოტ საზოგადოებად გვთვლიან?! ერთი კონგრესმენის იდეა მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს და მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის საკითხს – საქართველო არ ვაჭრობს საკუთარი სუვერენიტეტით, გინდათ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება? ნება თქვენია
ერთი კონგრესმენის იდეა მთლიან კონგრესს არ წარმოადგენს! მხოლოდ კონგრესმენები ვერ წყვეტენ ასეთი დონის პოლიტიკურ საკითხს! ჰიპოთეტურად, პოლიტიკური ნებელობის შემთხვევაშიც კი საჭიროა კონგრესის ორივე პალატა, სენატი თავისი ვიცეპრეზიდენტით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვით, აშშ ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო მხარდაჭერას და შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს სთავაზობს საქართველოს, თუ ხელისუფლება შეწყვეტს ანტიდემოკრატიულ ნარატივს.