ირანში სატანისტური სექტის 260-ზე მეტი წევრი დააკავეს

ირანის სამართალდამცავმა ორგანოებმა სატანისტური სექტის 261 წევრი დააკავეს, მათ შორის არის ევროპული ქვეყნების სამი მოქალაქე.

ამის შესახებ Tasnim-ი ძალოვნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ სატანისტები პირდაპირ ღონისძიების გამართვის ადგილზე დააკავა.

დაკავებულია 146 მამაკაცი და 115 ქალი.

Tasnim-ი წერს, რომ სექტის წევრები შიშვლები იყვნენ, მათ, სხეულსა და ტანსაცმელზე სატანისტური სიმბოლოები ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები