ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელ დღესაც, რომ ქილიკისათვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებ უსამშობლო ხარ და გამზადებული პოლიტიკური ნაგავსაყრელისთვის
უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რელიგია შეგიგინა, სახელმწიფო სუვერენიტეტი დაგიცინა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა ე.წ იმ პოლიტიკური უმცირესობიდან ვინც პროტესტს გამოთქვამდა და თავმოყვარეობა მაინც შეაწუხებდა. სამაგიეროდ დგანან და ოჯახის სიწმინდის დღეს დასცინიან, აქილიკებენ, აბსოლუტურ უმრავლესობას ხალხისას, ბნელებს და რუსებს ეძახიან! – ასე ეხმიანება ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველს”, რომელმაც, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე” უწოდა.