ექიმებმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლეს, – ამის შესახებ რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ჟურნალისტებს საავადმყოფოსთან განუცხადა.
„ღამის განმავლობაში ექიმებმა მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია შეძლეს. ამ წუთებში მიმდინარეობს შემდგომი ქმედებები, რომლებმაც მისი მდგომარეობა უნდა გააუმჯობესონ. ვითარება ნამდვილად სერიოზულია“, – განაცხადა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ პრემიერმინისტრის სიცოცხლისთვის, თუმცა, აღნიშნა, რომ, ჭრილობების სირთულის გამო, “სიტუაცია ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა”.
მთავარი ექიმის, მირიამ ლაპუნიკოვას თქმით, ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა, ექიმების ორი ჯგუფი მუშაობდა.
მან დაადასტურა, რომ რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილიზებულია, მაგრამ ვითარება კვლავ მძიმეა.