ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოსული კლდოვანი მასის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები