საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, შემდეგ კი სამების ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება

საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, შემდეგ კი სამების ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება.

„17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი. პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. 17 მაისს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები