სტუდენტებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, ფილარმონიიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

გარდა ამისა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზეც.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღეს.

აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები