სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა, მომდევნო საათები გადამწყვეტია.
ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერის ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზეა ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური უფრო მაღალი დონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ამ დროის მდგომარეობით რობერტ ფიცო ვერტმფრენით ბანსკ-ბისტრიცის საავადმყოფოში გადაჰყავთ, რადგან ბრატისლავაში გზა მეტ დროს მოითხოვდა. მას რამდენჯერმე ესროლეს, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მომდევნო საათები გადამწყვეტია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.