გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი დატოვეს.
ამ წუთებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.
მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი ნაწილი ვაკეში მსვლელობას მართავს.