„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს.

ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია.

მოძრაობა შეჩერებულია ვარაზისხევისკენ ასასვლელ გზაზე და კოსტავას ქუჩისკენ მიმავალ გვირაბშიც.

აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები