მეუფე სტეფანე: ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით
უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით”.
„ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, შენი გონება აამუშავე და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გაწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.