ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა
Reuters-ის ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამ პროვინციაში 153-მდე გაიზარდა.
მედია კომპანია ინფორმაციას თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბაღლანში, ტახარსა და ბადახშანში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 138 ადამიანი დაშავდა.
„შედეგები სერიოზულია, რამაც გამოიწვია ადამიანთა დაღუპვა და დაშავება. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება”, – განაცხადა ჯანმოს ავღანეთის ოფისმა.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სტიქიის გამო ბევრი ადამიანი უსახლკაროდ გარეშე დარჩა, სერიოზულად დაზიანდა წყლისა და ნარჩენების მართვის სისტემები.