რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, პარტნიორობა ორმხრივი იყოს, შესაბამისად, მსგავსი დათქმებით შეხვედრების ორგანიზება მეგობრულ ურთიერთობებს პოზიტიურად არ ადგება

მნიშვნელოვანია მეგობრობა, განსაკუთრებით კი პარტნიორობა ორმხრივი იყოს, შესაბამისად, მსგავსი დათქმებით შეხვედრების ორგანიზება არ ადგება პოზიტიურად მეგობრულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ის საკითხები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, არის სრულიად სხვა. ეს არის [აშშ-სთან] პირდაპირი ფრენები, ვიზების გამარტივებული მექანიზმები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2 მაისს აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია, თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა.

ამ განცხადებას გუშინვე უპასუხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებით, პრემიერმინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეეჩერებინა, ხოლო დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები