შალვა პაპუაშვილი: დონორები და საელჩოები, ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ აქციების ძალადობრივი ხასიათი, ხელს აფარებენ „ენჯეოებს“, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ, თითქოს ძალადობას არ ჰქონდა ადგილი

საბოლოოდ, ეს აქციები არის პოლიტიკური უმცირესობის მცდელობა, ძალადობრივი გზით, უკვე მერამდენეჯერ შეძლონ წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თავისი ძალაუფლების თევზის დაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერში შემაშფოთებელია ის, რომ გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ, როგორც წესი, ზუსტად ენჯეო ლიდერები არიან, რომლებიც ამ აქციას აძლევენ ძალადობრივ ხასიათს. ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, ან პიკეტირება მოეხდინათ პარლამენტის, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს. შესაბამისად, „ენჯეოების“ ლიდერების მოწოდებების საფუძველზე და შედეგად ხდებოდა ხოლმე ძალადობა. ამ კონტექსტშიც დასაფიქრებელია საელჩოების და დონორების დამოკიდებულება და განცხადებები. მათი „ენჯეოები“ სწორედაც, რომ უწევენ ინსპირირებას ძალადობას და ამ დროს ხელს აფარებენ დონორები და საელჩოები ამ „ენჯეოებს“ და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ ძალადობრივი ხასიათი ამ აქციებისა, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ და ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ესეც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს, რა მოტივაციები დგას ასეთი განცხადებების უკან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები