ევროკომისიის გენერალური დირექტორი: თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია – გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე

“თბილისში ძალიან დაძაბული კლიმატია. ადგილი აქვს ესკალაციას და პოლარიზაციას. ყველას მოვუწოდებ ტემპერატურის დაწევისკენ. ძალიან არაჯანსაღი სიტუაციაა”, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, გერტ იან კოოპმანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს ქმნის.

„გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იქნას გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის იმ სახით, როგორც არის, კანონპროექტი მიუღებელია. შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ამ კანონის ამ სახით მიღება არ მოხდება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა”, – აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები