“უზრდელი ხართ და რა გელაპარაკოთ” – ანრი ოხანაშვილმა ეკა ხერხეულიძეს მიმართა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა ოპოზიციასა და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ნოდარ ტურძელაძეს მოუწოდა, რომ „წესიერად ილაპარაკოს“.

„წესიერად ილაპარაკე. ჩემი მეგობარი ხარ, თუ როგორ მელაპარაკები“, – მიმართა ხერხეულიძემ ტურძელაძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა „ნაციონალური მოძრაობის’ წევრს, ეკა ხერხეულიძეს, რის შემდეგაც მათ შორის კამათი გაიმართა.

„თავი შეიკავეთ და იცოდეთ, სად ხართ. წესიერად მოიქეცით, დამშვიდდით. უზრდელი ხართ და რა გელაპარაკოთ. თავი შეიკავეთ. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ აქ. მორალური უფლება არ გაქვთ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოთ. დამშვიდდით. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ, გაფრთხილებთ რეგლამენტის შესაბამისად. მესმის, რომ პროვოკაციისთვის ხართ მოსული, მაგრამ გავაგრძელოთ განხილვა“, – მიმართა ოხანაშვილმა ხერხეულიძეს.

ხერხეულიძის გარდა, ოხანაშვილმა გაფრთხილება მისცა სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილს და ხატია დეკანოიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები