რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, 29 დაშავდა.
რაკეტა ხუთსართულიან სახლს მოხვდა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები რჩებოდნენ.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, “სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაინგრა საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული, დაზიანდა სადგური. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული ტერორი. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის მოთხოვნა, არა მხოლოდ უკრაინელების – ეს არის გლობალური საჭიროება”.