CIA-ს ყოფილი ჩინოსანი ლარი ჯონსონი – “გამჭვირვალობის კანონპროექტზე”: ისინი ამტკიცებენ, რომ დემოკრატიის მომხრენი არიან, მაგრამ არ სურთ ნამდვილი დემოკრატია – უნდათ, სხვა ქვეყნები სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ, რათა გააკეთონ ის, რაც დასავლეთს სურს, ნაცვლად იმისა, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია

ფული, რომელიც მიედინება ამ აქციის მონაწილეებთან, გარანტიას გაძლევთ, მოდის დასავლეთის დაზვერვის წყაროებიდან. ეს ფული გამოიყენება ქუჩებში გამოსული დემონსტრანტებისთვის გადასახდელად და აგიტატორებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას უსაფრთხოების სამთავრობო ძალებთან. ეს ხდება რუტინა: აშშ არაერთხელ ჩაერთო რეჟიმის შეცვლის ამ ტიპის ოპერაციებში, – ამის შესახებ CIA-ს ყოფილი ჩინოსანი, ლარი ჯონსონი Youtube-არხზე აცხადებს, სადაც “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ინიციირების შემდეგ წარმოშობილ პროტესტის მიმოიხილავს.

როგორც ჯონსონი აცხადებს, იმ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც მოქმედებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, აჩვენებს დასავლეთის მორალური რეპუტაციის ნაკლებობას და მანკიერებას. ის საუბრობს ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე და აღნიშნავს, რომ ასეთი ბანდიტიზმი დამახასიათებელია იმისთვის, რასაც დასავლეთი უჭერს მხარს.

“იბრძოლო ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ რომელიც მოქმედებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც კი, უბრალოდ გიჩვენებთ მორალური რეპუტაციის ნაკლებობას, დასავლეთის მანკიერებას, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეხედულებით.
ასე რომ, თვალყური ადევნეთ, რადგან ვუყურებთ, ეს სიტუაცია დაიძაბება თუ არა. გუშინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დიდი ჩხუბი მოხდა. ერთი ადამიანი ლაპარაკობდა ახალი კანონის სახელით და მას სხვა კანონმდებელმა შეურაცხყოფა მიაყენა. ასეთი ბანდიტიზმი დამახასიათებელია იმისთვის, რასაც დასავლეთი უჭერს მხარს. ისინი ამტკიცებენ, რომ დემოკრატიის მომხრენი არიან, მაგრამ არ სურთ ნამდვილი დემოკრატია. მათ უნდათ, რომ ეს სხვა ქვეყნები სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ, რათა გააკეთონ ის, რაც დასავლეთს სურს, ნაცვლად იმისა, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია”, – აცხადებს ლარი ჯონსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები