საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დასრულდა – პროტესტი პარლამენტთან დილიდან განახლდება

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია, თუმცა მოქალაქეების მცირე ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კვლავ რჩება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 12:00 საათიდან განახლდება.

საკანონმდებლო ორგანოში 16 აპრილს 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 საათიდან პლენარული სხდომა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვა მთელი დღის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები