მიშო ჯავახიშვილი: არიან ძალები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეიტანონ და ითამაშონ ცუდი როლი – დღეს ჩვენ გვჭირდება ეროვნული სულისკვეთება

არიან ძალები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეიტანონ და ითამაშონ ცუდი როლი. ჩვენ ამას ახლაც ვხედავთ რეალურად, რადგან ადამიანები, რომლებიც ფარულად ებრძვიან კულტურას, ეკლესიას, პატრიარქს, ტრადიციებს, – ამის შესახებ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიშო ჯავახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოებას ეროვნული სულისკვეთება სჭირდება.

„დღეს ჩვენ გვჭირდება ეროვნული სულისკვეთება, რადგან ისეთი ძალები სამწუხაროდ, მრავლად არიან, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანონ რაღაც სხვა რელსებზე. ჩვენ ევროკავშირის ელჩი გვეუბნებოდა რამდენიმე დღის წინ, რომ გამჭვირვალობა არის კარგი, უბრალოდ მთავარია რა გზებით და როგორ გავაკეთებთ ამ ყველაფერსო. ჩვენ რატომღაც ყველაფერს ვასწრებთ წინ და გვინდა რომ ეს ყველაფერი წარმოვადგინოთ როგორც კატასტროფა.

მე მისაუბრია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ახლანდელ პრემიერთან, კულტურის მინისტრთან, სხვა პოლიტიკოსებთან ძალიან შინაურულად ჩემ მეგობრებთან ერთად და ყოველთვის ხაზგასმით და დაკვირვებით გამომქონდა აზრი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რთულ ომებში ჩართვას, ეწინააღმდეგებიან და არ დაუშვებენ იმ ფასეულობებისა და აუცილებელი მოცემულობების დარღვევას, რომელშიც ჩვენი თაობების უნდა გაიზარდონ, იმის დარღვევას. ვერ დავიჯერებ ვერასდროს, რომ ამ ადამიანების მიღმა არის რაღაც სხვა იდეები“, – აღნიშნა მიშო ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები