პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს

პარლამენტთან, სადაც რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულ სამართალდამცველს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები