ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში თოვლის წმენდის სამუშაოები დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში თოვლის წმენდის სამუშაოები დასრულდა.

დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.

სოფ. მრავალძლის საავტომობილო გზაზე თოვლის წმენდის სამუშაო პროცესი სამი დღის მანძილზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თოვლის საფარისგან გაიწმინდა როგორც სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო,ისე ტაძრამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.

პრობლემურ უბანზე მინდინარე სამუშაო პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მრავალძალში მერის წარმომადგენელ – ზურაბ სხირტლაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები