მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ გაილაშქროს, ეშინიათ, რომ ვიღაც დაფინანსებას შეუწყვეტს

“მათ რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ გაილაშქრონ ჩვენთან ერთად და დაიცვან საკუთარი შვილები, ჩვენი მომავლის ინტერესები ამ მიმართულებით, დაიცვან ოჯახური ღირებულებები, ეშინიათ, რომ ვიღაც ამასთან დაკავშირებით სერიოზულ საყვედურს ეტყვის და დაფინანსებას შეუწყვეტს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

როგორც მან „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, კანონი კონსტიტუციასთან თავსებადი იქნება.

“რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს და იმას, რასაც აწი დავარეგისტრირებთ, არცერთი ნორმა არ იქნება არათავსებადი მოქმედ კონსტიტუციასთან.
მათ რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის წინააღმდეგ გაილაშქრონ ჩვენთან ერთად და დაიცვან საკუთარი შვილები, ჩვენი მომავლის ინტერესები ამ მიმართულებით, დაიცვან ოჯახური ღირებულებები, ეშინიათ, რომ ვიღაც ამასთან დაკავშირებით სერიოზულ საყვედურს ეტყვის და დაფინანსებას შეუწყვეტს, რასაც ამ მიმართულებით შავი ხაზებით იღებენ. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, ეშინიათ ქართველი ხალხის. შესაბამისად, ჩიხში არიან შესულები“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები