თეა წულუკიანი: ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული

“ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც გამჭვირვალობაზე უარს ამბობენ.

„ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს უფლება, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები