ფინეთში, ქალაქ ვანტააი Viertola-ს დაწყებით სკოლაში არასრულწლოვანმა ცეცხლი გახსნა.
ამის შესახებ Sky News-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდამსხმელი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის ამავე სკოლის მოსწავლე.
სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს.
ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვეს, თავი აარიდონ ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიას.