გია ცაგარეიშვილი – გვარამიას საქმეზე: სტრასბურგის გადაწყვეტილება მრავლისმეტყველია და ბევრ რამეს უსვამს ხაზს

,,სტრასბურგის გადაწყვეტილება მრავლისმეტყველია და ბევრ რამეს უსვამს ხაზს. მე მგონი უმთავრესია, რომ გაცხადდა – თავიდან ბოლომდე ინსინუაცია და სიყალბე იყო მთელი ის შავი პიარი, წარმოებული მოსამართლე ჩხიკვაძისა და ზოგადად სასამართლო სისტემისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე არ ხორციელდება.

„ნიშანდობლივია, რომ ვერცერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც წაღებული იყო ჩვენი სასამართლოებიდან სტრასბურგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა ზოგიერთმა ლიდერმა თუ სხვადასხვა განშტოებამ, წარმატებას ვერ მიაღწიეს. ყველა საქმე წააგეს ამ კრიმინალებმა სტრასბურგში და მომავალშიც ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ის დანაშაულები, რომლებსაც ეს ადამიანები სჩადიოდნენ, არის მხილებული საქართველოს პროკურატურის მიერ, არის მტკიცებულებებით დახუნძლული, შესაბამისი წესით წარმართული საქართველოს სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენებია მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოტანილი. ისეთი განაჩენებია, რომლებსაც წყალი არ გაუვა. ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, განსაკუთრებით ლობისტური კამპანიების, განსაკუთრებით გარე გულშემატკივრების, განსაკუთრებით გარეთ შექმნილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მოშველიებით, ქვეყნის შიგნით ჩამოაყალიბონ ისეთი სურათი, თითქოს სასამართლო სისტემა წყალწაღებულია, თითქოს სასამართლო სისტემა დაქვემდებარებულია ზეგავლენას ხელისუფლების მხრიდან. ბოლო კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო ამ მიმართულებითაც მოწინავეა. არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე არ ხორციელდება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები