თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას სარჩელის წარმოებაში არმიღებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქართველი მოსამართლეები კეთილსინდისიერები არიან და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება, მით უმეტეს, უცხოელების მხრიდან არ არის სავალდებულო და აუცილებელი,” – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის” წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილმა ელჩებმა, ევროდეპუტატებმა და ოპოზიციის ლობისტებმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვიშვილს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას სარჩელის წარმოებაში არმიღებასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქართველი მოსამართლეები კეთილსინდისიერები არიან და მათი კეთილსინდისიერების შემოწმება, მით უმეტეს, უცხოელების მხრიდან არ არის სავალდებულო და აუცილებელი.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც გვარამიას საქმის მოსამართლე იყო, მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო [თურმე, როგორი სამართლიანი გადაწყვეტილება გამოუტანია ამ მოსამართლეს] არ შეუშვეს ამერიკაში.

გვახსოვს ამერიკისა და ევროკავშირის ყოფილი ელჩების განცხადებები, ევროდეპუტატების განცხადებები [მოდით, აღვნიშნოთ, რომ ყველას არ გაუკეთებია განცხადება და მხოლოდ 5-6 დეპუტატი აქტიურობს მუდმივად ], ასევე ოპოზიციის ლობისტების განცხადებები – მათ ამ მოსამართლეს საერთაშორისო დონეზე იმიჯი გაუნადგურეს. მის სამართლიანობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი ჩვენ არ გვეპარებოდა, მათ კი ეჭვი კი არ შეეპარათ, პირდაპირ უცხოეთიდან გაანადგურეს ამ მოსამართლის იმიჯი და რეპუტაცია,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები