მაკა ბოჭორიშვილი: უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად

,,უკვე 7 წელია, ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად, სავიზო შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ შენგენის სივრცეში გადაადგილება. უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსმა ევროკავშირთან ურთიერთობები შეცვალა.

,,დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რამაც თვისობრივად შეცვალა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. დღეს უკვე ვიცით, რომ გარდაუვალია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ეს კი, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე გულისხმობს ადამიანების თავისუფალ მიმოსვლას, რაც გარკვეულ ეტაპზე, გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნასაც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები