ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს – საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
„ორი კითხვა მაწუხებს ძალიან: რატომ უჩვენა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და შარშან მარტში, რას აპროტესტებდა გზააბნეული საზოგადოება?! საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს,” – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.