საქართველოს პრემიერმინისტრი ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებებით.

დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები