შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილზე: მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ

როგორც ჩანს, პატიმარს (მიხეილ სააკაშვილს) მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ – ფაქტია, რომ შედეგი კარგია და მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვებაზე მისი გადაწყვეტილებისა და ამ საკითხზე თამარ კორძაიას სარჩელის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, სარჩელი აბსურდულია დ ა ახლოსაც არაა სამართალთან.

“როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ მას, როგორც წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და მას ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ.

მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. სარჩელს რაც შეეხება, საერთო ჯამში, სასაცილოა უკვე. შეხვედრებზე, რასაც თამარ კორძაიაც ესწრებოდა ხოლმე და როდესაც მართლმსაჯულების გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტანდარტული კითხვაა ხოლმე: დაასახელეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობთ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა, მოიფიქრა და გუშინ სარჩელი დაასახელა სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე, როგორც მაგალითი ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის. ის, რომ სასამართლოს სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა, ეს მისთვისვე კარგია. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს და ხომ გაირკვევა, რამდენად აბსურდულია მისი მოთხოვნა და ახლოსაც არაა სამართალთან. მის ადგილზე ვინატრებდი, რომ

სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები