დავით ნარმანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს განმარტებას სთხოვს

დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის წევრები კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს ხვდებიან. თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, მერიაში outdoor.ge-ის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია არ ინახებოდა, რასაც აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ.
“ჩვენ მოვუსმენთ, თუ რა გააკეთა კომპანიამ წლების განმავლობაში. ასევე ვისაუბრებთ პრობლემებზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრაზე კომპანია outdoor.ge-ს იურისტმა ნიკა ურუშაძემ კომპანიის მუშაობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ კომპანია 2008 წლიდან ბაზარზე ფუნქციონირებს და საკმაოდ დიდ თანხებს იხდის ბიუჯეტშიც. მისივე განმარტებით, კომპანია outdoor.ge-ს ფლობს სარეკლამო ბილბორდებს, ასევე აქვს უფლება რეკლამის განთავსებისა ავტობუსებსა და მეტროპოლიტენში.
“გარე რეკლამაზე ერთი კვადრატული მეტრიდან ბიუჯეტში კომპანია outdoor.ge -ის შენატანი 6 ლარს შეადგენს”, – განაცხადა ნიკა ურუშაძემ.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია outdoor.ge-ის წარმომადგენლებს პრეზენტაცია დაუწუნა და აღნიშნა, რომ როდესაც თბილისის მთავრობის მხრიდან ხდება კომპანიის მოწვევა, უმჯობესია კომპანიის საქმიანობის შესახებ მისმა ხელმძღვანელმა პრეზენტაცია გააკეთოს. საპასუხოთ outdoor.ge-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პრეზენტაცია მწირი იმიტომ იყო, რადგან ეგონათ შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იქნებოდა. იგი თბილისის მთავრობის წევრებს დაპირდა, კონკრეტული ციფრები და კონსტრუქციების ზრდის შესახებ ინფორმაციას გონივრულ ფარგლებში აუცილებლად მიაწვდის. მისივე განცხადებით, მერიის კუთვნილ ხიდებზე ხდება რეკლამის განთავსება, თუმცა მერიის ბიუჯეტში თანხები არ შედის, თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხიდების მოვლა-პატრონობა. “გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულად რამდენი კონსტრუქცია გქონდათ საქმიანობის დასაწყისში და როგორ მოხდა მისი ზრდა”, – მიმართა დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები