გიორგი კვირიკაშვილმა სსსტც ,,დელტას“ წარმოება დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრა.
სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი ერთი, დიდგორი, ორი, დიდგორი სამი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სამოქალაქო თვითმფრინავი ,,ტამ-ჯეტი,, სამოქალაქო თვითმფრინავი ,,ელიტ-ჯეტი“, ინტეგრირებული ქსელების მანქანა და ,,დელტას“ მიერ წარმოებული სხვა საბრძოლო თუ სამოქალაქო ტექნიკა დაათვალიერა. მინისტრმა, ასევე, უახლოეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოება მოინახულა და ,,დელტას“ მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
ვიცე-პრემიერს სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში მეგზურობა ,,დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია. ,
,დელტას“ მენეჯმენტმა ვიცე-პრემიერს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.
,,დელტას სიმდიდრე ის ადამიანები არიან, რომლებიც აქ მუშაობენ. ჩვენი ვალია ისინი შევინარჩუნოთ და მათი პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენოთ,-‘’ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სსსტც „დელტას“ შემადგენლობაშია შემდეგი სამეცნიერო ინსტიტუტები და კომპანიები: სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; ინსტიტუტი „ოპტიკა“; გიოგოლ წულუკიძის სახეობის სამთო ინსტიტუტი; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი, • შპს „თბილავიამშენი“ და შპს „დელტა ინტერნეიშენელი“. სსსტც „დელტას“ პროდუქცია, ძირითადად, საქართველოში იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები