საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.

დღევანდელი მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა. მეტოქის კარში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მატჩი, 26 მარტს, 21:00 საათზე, კვლავ „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები