სად დააკონვერტირებ თანხას საუკეთესო პირობებით

საქართველოში თანხის კონვერტაციისთვის უამრავი არჩევანია. ფულის კონვერტაცია, შენთვის სასურველ ვალუტაში, შეგიძლია როგორც ბანკებში, ისე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

ვალუტის კურსები განსხვავებულია და ყველა ორგანიზაცია თავის პირობას გთავაზობს. თუ ფულის კონვერტაცია ან ფულადი გზავნილების მიღება ხშირად გიწევს, აუცილებელია, იცოდე სად დაგხვდება ყოველთვის საუკეთესო პირობები.

თუ გინდა, რომ საქართველოში  ყოველთვის შენთვის მომგებიანი ვალუტის კურსით ისარგებლო, ამის შესაძლებლობას გაძლევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია mbc.com.ge

რა უპირატესობა აქვს ემბისიში ვალუტის გადაცვლას

  • MBC-ში ყოველთვის უკეთესი ვალუტის კურსია;
  • ემბისიში იყიდი ან გაყიდი სასურველ ვალუტას როგორც ონლაინ, ისე კომპანიის სერვის ცენტრებში, სადაც კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება გელოდება;
  • თუ ფილიალში მისვლას ამჯობინებ, სწრაფი მომსახურება და მაქსიმალური კომფორტი გელოდება. ემბისი წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ ქალაქში;
  • ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობა ძალიან დიდი კომფორტია და ეს მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის;
  • ვალუტის გადაცვლა ხდება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე;
  • ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის, აუცილებელია, გაიარო დისტანციური იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურები;
  • ონლაინ კაბინეტიდან შეძენილი ვალუტა, მცირე დროში, განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდება.

ვალუტის კურსის განსაზღვრა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა ორგანიზაცია განსხვავებულ ვალუტის კურსს გთავაზობს. ამასთან, ვალუტის კურსი მუდმივად იცვლება.

რა იწვევს ცვალებადობას?

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხან ვალუტის მიწოდება ჭარბობს, ხან – მოთხოვნა. ეს დისბალანსი ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზია.

ეროვნული ვალუტა მყარდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო უფასურდება მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნა იკლებს.

ვალუტის კურსის ცვლილებას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავს:

  1. ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა;
  2. ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე;
  3. იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი;
  4. კონკრეტული ვალუტის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი და მოლოდინები;
  5. სახელმწიფო ვალის მოცულობა;
  6. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.

სავალუტო კურსს საქართველოში ეროვნული ბანკი ადგენს და სავალუტო პოლიტიკასაც სხვადასხვა მექანიზმებით ახორციელებს. ასე ხდება დანარჩენ მსოფლიოშიც.

გაცვლითი კურსის რეჟიმები

არსებობს ფიქსირებული, მცურავი, ან შერეული ტიპის გაცვლითი კურსის რეჟიმები. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს:

ვალუტაზე მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში მისი ღირებულება იზრდება, დაბალი მოთხოვნის შემთხვევაში – მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი და ხელისუფლება გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრაზე. თუმცა, ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის შენახული რეზერვების გაყიდვით, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის გამყარება შეუძლია.

ლარის ოფიციალური ვალუტის კურსი ყოველდღიურად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები