თეთრმა სახლმა პუტინის ბირთვულ რიტორიკას უგუნური და უპასუხისმგებლო უწოდა

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა და მის განცხადებას უგუნური და უპასუხისმგებლო უწოდა.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ვაშინგტონს არ დაუნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მოსკოვი მზად არის, ბირთვული იარაღის გამოყენების ღილაკს დააჭიროს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ედრიენ უოტსონის თქმით, „რუსეთის ბირთვული რიტორიკა უგუნური და უპასუხისმგებლო იყო მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში“.

ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული ომისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები