რუსმა ოკუპანტებმა სუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
სუმის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახლს “შაჰედის” ტიპის დრონი მოხვდა.
დაზიანდა 30 ბინა, მათგან 15 განადგურდა.
“სამწუხაროდ, არიან დაღუპულები”, – ნათქვამია ინფორმაციაში, მათი რაოდენობა ზუსტდება.
აღნიშნულია, რომ ნანგრევებიდან 10 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, მათგან რვამ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
“რაშისტები”, ასევე, აქტიურები კრივოი როგში იყვნენ, სადაც დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.