ტეხასში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული – სმოუკჰაუს-კრიკში ხანძრის ფართობი 850 ათას ჰექტრამდე გაიზარდა (ფოტო)

ტეხასში, პანჰანდლის რაიონში, სადაც ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული.

ამარილოს ჩრდილოეთით, სმოუკჰაუს-კრიკში​ ხანძრის არეალი 850 ათას ჰექტრამდე გაიზარდა, მათგან მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული.

NBC News-ი წერს, რომ ხანძარმა შესაძლოა, საფრთხე მთელ ქალაქს შეუქმნას, ამიტომ, მოსახლეობის ევაკუაცია არ გამოირიცხება.

ამ დროისთვის, ათასობით სახლსა და საწარმოში ელექტროენერგიაა გათიშული.

ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და სეზონისთვის უჩვეულო ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

გუბერნატორმა – გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ 60 ოლქი სტიქიური უბედურების ზღვარზე და მოუწოდა ტეხასელებს, „შეზღუდონ ისეთი აქტივობები, რომლებმაც შესაძლოა, დამატებითი ხანძრები გამოიწვიოს, ასევე, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები