თეონა აქუბარდია: ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა
მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის გარდა, ნებისმიერ ქვეყანასთან მისასალმებელია სავიზო რეჟიმის მოხსნა.
„მივესალმები ნებისმიერ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რუსეთის გარდა. მხოლოდ უკეთესობაა ამ მოცემულობაში ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზოდ ექნებათ ჩინეთში მიმოსვლის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორს. ეს ნამდვილად მისასალმებელი ნაბიჯია“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.