ირაკლი ზარქუა: ჩვენ შევძელით, ბატონი შალვას ხელმძღვანელობით, რომ პარლამენტი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული

ობსტრუქცია, დესტრუქცია, ქაოსი, დაძაბულობა, ეს იყო და ეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, ბატონი შალვას ხელმძღვანელობით, რომ პარლამენტი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში რადიკალური ოპოზიციის ინიციატივები უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და საზოგადოება შეცდომაში.

“ობსტრუქცია, დესტრუქცია, ქაოსი, დაძაბულობა, ეს იყო და ეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ბატონი შალვას ხელმძღვანელობით, რომ პარლამენტი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული. ეს შედეგი რა არის? ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ რადიკალები ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციური სცენარისთვის და ეს იყო წამოცდენა, რაც ჩვენთვის სიურპრიზი არ არის. თურმე, ცხელი ზაფხული და შემდეგ ცხელი შემოდგომა გველოდება, ეს იყო პრერევოლუციური მომზადებები, რაც ჯანაშიამ ბრძანა, იქ ხაზარაძე ცეცხლოვანი მუსტანგით, მანდ მოსახვევში ფრთხილად იარე, ჩემო ძმაო, ბევრი გვინახავს ამხედრებულები ხან მუსტანგებზე, ხან კადილაკებზე, მაგრამ მერე გვინახავს მოსახვევებში, ასე რომ ფრთხილად იყავი“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები