“ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა” – თეიმურაზ ჯანაშია
“ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა.
მისი თმით, სამართლებრივი პროცესი, რომელიც 9 მილიონის გაფლანგვას ეხება, პოლიტიკურად მოტივირებულია.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება. ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა”,- განაცხადა ჯანაშიამ.