რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს
ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა “ტვიტერზე” წერს.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე”, – აღნიშნავს რობერტა მეცოლა.
Good meeting with Georgia's Prime Minister @PM_Kobakhidze.@Europarl_EN fully supports the European aspirations of the people of Georgia.
Necessary reforms will be key as Georgia proceeds on its European path 🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/2ZdCFh9ACS
— Roberta Metsola (@EP_President) February 21, 2024