გიორგი ვოლსკი: სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ატარებს

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების საკითხს ეხმაურება.

„დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მაღალი დონის პროფესიონალური ცესკო, რომლის თავმჯდომარე არის წარმოდგენილი სალომე ზურაბიშვილის მიერ. გამოუცხადეს საბოტაჟი, მოახდინეს მისი ბულინგი და დღეს ასეთი არასწორი პოლიტიკური მიდგომის ტირაჟირება ხდება, რაც არის კიდევ საბოტაჟის ნაწილი.

არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომ აჭიანურებს პროცესს, ვეტოს ადებს. ეს არის ზედაპირზე რაც ჩანს. ამის იქით გავიხედოთ, ეს არის სტრატეგიული მავნებლური პოლიტიკა, რასაც ატარებს სალომე ზურაბიშვილი, ვისაც ძალიან ძნელად თუ დავუძახებთ პრეზიდენტს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები