გურამ მაჭარაშვილი – პრეზიდენტზე: არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ მას კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს, ბოლო თვეების ფონზე, როდესაც ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას
ზურაბიშვილი ფიქრობს იმასაც, რომ, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, შემდეგ თავად ზურაბიშვილს ვინღა შეიწყალებს,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი “გვარამიას შეწყალების დროს კიდევ კარგად გადარჩა ქართველი ხალხის რისხვისგან”.
„ზურაბიშვილი ფიქრობს იმასაც, რომ, სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, შემდეგ თავად ზურაბიშვილს ვინღა შეიწყალებს, პოლიტიკოსები ან ქართველი ხალხი თუ შეიწყალებს. გვარამიას შეწყალების დროს კიდევ კარგად გადარჩა ქართველი ხალხის რისხვისგან. არ მგონია, სააკაშვილის შეწყალებამ მას კარგი დღე დამართოს, მით უმეტეს, ბოლო თვეების ფონზე, როდესაც ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.
ყველასთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებობს საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც მიჩნეულია, რომ მან (სააკაშვილმა) შექმნა დანაშაულებრივი რეჟიმი. არსებობს ქართული მართლმსაჯულების უამრავი გადაწყვეტილება, და რაც მთავარია, სამწუხაროდ, არსებობს ფაქტები, რომ ოჯახები პრაქტიკულად განადგურდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.