ილია დარჩიაშვილი: პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია

პრემიერმინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

როგორც მან განმარტა,
როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პრიორიტეტები, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციური ნორმა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გამართავს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში. წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება შემდგომი თანამშრომლობა და სწორედ ამ შეხვედრით მოხდება კონკრეტული საკითხებისა თუ პრიორიტეტების იდენტიფიცირება შემდგომი თანამშრომლობის თვალსაზრისით. უკვე დღეს, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერმინისტრი მიიღებს მონაწილეობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რომელიც, როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის. როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა საგარეო პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, კონსტიტუციური რეგულაციით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერმინისტრის ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები