ილია დარჩიაშვილი: ასოცირების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ მივესალმეთ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას, განვიხილეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ნაბიჯები
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ მივესალმეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას და განვიხილეთ ევროკავშირთან მრავალ სფეროში თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სხდომაზე ასევე განხილული იყო მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა გადადგას.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტში, რომელიც დღეს ბრიუსელიდან დაიწყო ჯოზეფ ბორელთან შეხვედრით. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელისა და პრემიერ-მინისტრ კობახიძის თავმჯდომარეობით ასევე გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მერვე შეხვედრა. ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და გულდასმით განვიხილეთ ევროკავშირთან მრავალ სფეროში თანამშრომლობა, ასევე, მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – წერს მინისტრი X-ზე.
Glad to be participating in the first official visit of @PM_Kobakhidze, which he started from Brussels, by meeting @JosepBorrellF.
The 8th meeting of the EU-Georgia Association Council, Chaired by PM Kobakhidze and the EU High Representative Borrell has also been held within the… pic.twitter.com/UHvRKjQMxV
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) February 20, 2024